ყარაბაღის კონფლიქტი

სომხეთსა და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩები ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე

cp.ge

ამბასადორიალი 2014-ზე სომხეთსა და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩებმა, თენგიზ შარმანაშვილმა და თეიმურაზ შარაშენიძემ, ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე კომენტარი გააკეთეს. შარმანაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ დაპირისპირება მშვიდობიანად მოგვარდება.

"გართულებები ბოლო შეტაკებების შემდეგ აღარ მომხდარა. საბედნიეროდ. იმედს გამოვთქვამთ, რომ აღარც მოხდება. იმიტომ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამაც დიდი ყურადღება გამოიჩინა ამ შეტაკებების მიმართ. საერთოდ რთული რეგიონია, თქვენ იცით, რომ ეს კონფლიქტი დიდი ხანია, გრძელდება. იმედი გამოვთქვათ, რომ ადრე თუ გვიან გამოიძებნება მშვიდობიანად მოგვარების საშუალებები", - თქვა სომხეთში საქართველოს ელჩმა.

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი კი დარწმუნებულია, რომ დაპირისპირება ფართომასშტაბიან ომში არ გადაიზრდება.

"დაპირისპირების ხაზზე ყოველთვის ხდება ხოლმე შეტაკებები, სროლები. ვფიქრობ, რომ ამჟამადაც სიტუაციის გამძაფრებასთან გვაქვს საქმე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ფართომასშტაბიან ომსა თუ საომარ მოქმედებებში არ გადაიზრდება", - აღნიშნა თეიმურაზ შარაშენიძემ.

 

კომენტარები