მიხეილ სააკაშვილის საქმე

აშშ-ში საქართველოს ელჩი: გვირჩევენ, არ დავუშვათ სტანდარტიდან გადახვევა

არჩილ გეგეშიძე
facebook.com/profile.php?id=100006623681625&fref=ts

აშშ-ში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ამერიკაში საქართველოს ურჩევენ, არ დაუშვან ნორმიდან გადახვევა. ამის შესახებ გეგეშიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

"ეს თემა ინტერესს იწვევს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვერ ვიტყვი, რომ საყოველთაო ინტერესის საგანია, მაგრამ არიან ცალკეული წრეები, ცალკეული ჯგუფები, იქნებიან ეს სენატორები, ადმინისტრაციული სტრუქტურების წარმომადგენლები თუ მედიასაშუალებები.

კითხვები და ინტერესი ბუნებრივია. საქართველო ახალგაზრდა დემოკრატია გახლავთ, ქვეყანაში საინტერესო პროცესები ვითარდება, განსაკუთრებით - ბოლო ხანებში. შეიცვალა ხელუსუფლება, ჩატარდა რამდენიმე წარმატებული არჩევნები. ყველა გვგულშემატკივრობს, რომ გზა, რომელსაც საქართველო ადგას, ქვეყანამ წარმატებით გაიაროს.

ამდაგვარი განცხადებებით, ამდაგვარი შეკითხვებით ისინი მხარს უჭერენ საქართველოს და გვირჩევენ, რომ არ დავუშვათ რაიმე ნორმიდან, სტანდარტიდან გადახვევა. ეს არის კითხვები, რომლებსაც სჭირდებათ სათანადო ახსნა-განმარტება, მათ შორის, სათანადო დიპლომატიური მუშაობა და ეს პროცესი მიმდინარეობს", - თქვა გეგეშიძემ.

კომენტარები