თორნიკე ოქრიაშვილი სიმბოლურ ნაკრებში

ოქრიაშვილი გენკში პირველივე მატჩის შემდეგ ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს

sport.be

ბელგიაში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა და ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემამ, Sport.be-მ ჟუპილერლიგის მეორე ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.

ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის გამორჩეულ მოთამაშეებს შორის მოხვდა ქართველი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც სულ რამდენიმე დღეა, რაც ბელგიურ გენკში ჩაირიცხა.

პირველ შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მას შემდეგ მიიღო, რაც მხოლოდ სამჯერ ივარჯიშა გუნდთან ერთად.

სერკლ ბრიუგეს წინააღმდეგ ოქრიაშვილი საკმაოდ აქტიური იყო და მისი მონაწილეობით რამდენიმე სახიფათო მომენტიც შეიქმნა. მატჩის შემდეგ დებიუტით კმაყოფილი იყო თავად ფეხბურთელიც, თუმცა ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა მაინც სასიამოვნო მოულოდნელობაა.

კომენტარები