სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ისრაელი რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებს აღარ მიაწვდის

რუსეთ-ისრაელი
arabpress.eu

ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში მოქმედ კომპანიებს დაავალა, რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების თაობაზე ყველანაირი მოლაპარაკებები შეწყვიტონ. ამის შესახებ გამოცემა ფლაით გლობალი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

წყაროს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის პოლიტიკის საპასუხოდ, ვაშინგტონის ზეწოლით იქნა მიღებული. ისრაელი არა მხოლოდ აღარ მიაწვდის რუსეთს ახალ აპარატებს, არამედ უკვე მიწოდებულის მომსახურებას და მარაგნაწილების მიწოდებასაც შეწყვეტს. ისრაელი მოსკოვს უპილოტო საფრენ აპარატებს 2009 წლიდან აწვდიდა.

კომენტარები