თბილისის გამგებლები

ნარმანიამ თბილისის ათივე რაიონის გამგეობის თანამშრომლებს გამგებლები წარუდგინა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის ათივე რაიონის გამგეობის თანამშრომლებს ახალი გამგებლები წარუდგინა. მერმა გამგებლებს პირველი დავალებაც მისცა. ხვალ 12:00 საათზე თბილისის ახალი მთავრობის პირველი სხდომაა დაგეგმილი, სადაც თითოეული გამგებელი რაიონის ბიუჯეტის მდგომარეობის შესახებ მოკლე ინფორმაციას წარადგენს. მანამდე კი გამგებლებმა საკუთარი პრიორიტეტების შესახებ ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ გლდანის გამგებელი იქნება ბესიკ ქარცივაძე, ნაძალადევის - ზაზა გაბუნია, დიდუბის - ირმა ზავრადაშვილი, ჩუღურეთის - ზურაბ ჩიკვილაძე, საბურთალოს - ბექა მიქაუტაძე, ვაკის - გივი ჭიჭინაძე, მთაწმინდის - გელა არჩვაძე, კრწანისის - გიორგი კოპალეიშვილი, ისნის - ვახტანგ ქიზიყურაშვილი, სამგორის - მამუკა ჩოქური.

გამგებლები თბილისის საკრებულომ გუშინ დაამტკიცა.

კომენტარები