კარლ ბილდტი საქართველოზე

იმერლიშვილი: შეხედულებების გამოქვეყნება კარლ ბილდტის მხრიდან ნორმალურია

financial.ge

უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის და სხვა პოლიტიკოსებისგან განცხადებებს "ნორმალურად უყურებს."

"შეხედულებები იყო გამოქვეყნებული, როგორც ბილდტისგან, ასევე ჩვენი პოლიტიკოსების მხრიდან. მე ნორმალურად ვუყურებ ამ პროცესს, თუმცაღა ნამდვილად ყველა კითხვაზე უნდა იყოს პასუხი გაცემული. ნამდვილად ჩვენს პროკურატურას, ასევე სასამართლოს, მოვუწოდებ, რომ არანაირად არ იყოს ეს პოლიტიკურ კონტექსტში გადატანილი და იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმ ჩარჩოებში, რასაც ჰქვია სამართლებრივი ჩარჩოები ქვეყნისა. რადგან ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში, ერთის მხრივ, იყოს დაცული სამართლიანობა და ადამიანის უფლებები, არ იყოს არანაირი შეკითხვა, მეორეს მხრივ კი, ნებისმიერ თანამდებობის პირს, უნდა გვესმოდეს, რომ თუ დანაშაულს ჩავიდენთ, ეს დანაშაული იქნება დასჯილი", - თქვა იმერლიშვილმა.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ტვიტერზე გამოეხმაურა. მისი თქმით, "საქართველოს ხელისუფლება სამართლებრივი სისტემის შურისძიებისთვის გამოყენების გამო ევროპისკენ მიმავალი გზიდან უხვევს. ეს ქვეყნის ინტერესებს აზიანებს".

კომენტარები