მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი პოლონეთში რადოსლავ სიკორსკის შეხვდება

facebook.com

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში იმყოფება. როგორც სააკაშვილის Facebook-ის გვერდზე არის აღნიშნული, იგი ვარშავის აჯანყების მუზეუმს ესტუმრა, სადაც ყვავილებით შეამკო ქართველი ოფიცრების მემორიალი, რომელიც 2007 წელს ლეხ კაჩინსკისთან ერთად გახსნა.

ცერემონიას ესწრებოდნენ პოლონეთის სეიმისა და სენატის თავმჯდომარის მოადგილეები, ასევე პარლამენტის წევრები, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე, პოლონეთში საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლები.

დღეს მიხეილ სააკაშვილს მიღებას უწყობს პოლონეთის დიპლომატიური აკადემიის რექტორი, იგი ასევე ხვდება პოლონეთის სეიმის მარშალს ბორუსევიჩს. საღამოს მიხეილ სააკაშვილი, საერთაშორისო საკითხებში ნაციონალური მოძრაობის მდივან გიგა ბოკერიასთან ერთად, ვახშამზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის შეხვდება.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე პატივი მიაგო სმოლენსკში 2010 დაღუპული პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ხსოვნას ვარშავის სამხედრო სასაფლაოზე.

 

კომენტარები