2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი

ბაქრაძე: ჩვენი ვალია, არ შეურაცხვყოთ მათი სახელი შიდაპოლიტიკური ანგარიშსწორებით

wikipedia.org

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გარდაცვლილი კაპიტან ერეკლე ყულოშვილის ოჯახი მოინახულა. ბაქრაძემ პატივი მიაგო მათ, ვინც სახელმწიფოს დაცვასა და თავისუფლებას თავი შესწირა.

"დღეს კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნას. იმ ადამიანების სახელს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენი სახელმწიფოს დაცვას და საქართველოს თავისუფლებას. ჩვენი ვალია, ღირსი ვიყოთ ამ ადამიანების ხსოვნით და არ შეურაცხვყოთ მათი სახელი ჩვენი შიდაპოლიტიკური დისკუსიებით, შიდაპოლიტიკური ანგარიშსწორებით და განსხვავებებით და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ მიერ მიერ მსხვერპლად გაღებული სიცოცხლე, ისევე, როგორც ძალიან ბევრი თაობის ქართველის მიერ მსხვერპლად გაღებული სიცოცხლე საქართველოს თავისუფლებისთვის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, იყოს დაფასებული და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, ჩვენი სახელმწიფოს არსებობას და ევროპულ მომავალს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს", - თქვა ბაქრაძემ.

კომენტარები