მეწყერი რიკოთზე

რიკოთის უღელტეხილზე მეწყერი ჩამოწვა, მოძრაობა შეზღუდულია

რიკოთის უღელტეხილი
ალექსანდრე სულაძე / panoramio.com

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მეწყერის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე ჩამოიშალა მიწა-კლდის მეწყერი, რამაც გამოიწვია გზის სავალი ნაწილის ნაწილობრივ შევსება და მოძრაობის შეზღუდვა.

მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება და დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები.


კომენტარები