მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდება

კიევი: მალაიზიური ბოინგის ნაცვლად რუსებს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება სურდათ

gdb.voanews.com/

"რუსი სამხედროების სამიზნე 17 ივლისს რუსული აეროფლოტის სამგზავრო თვითმფრინავი იყო, მალაიზიური ბოინგი კი შეცდომით ჩამოაგდეს", - ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვალენტინ ნალივანჩენკომ განაცხადა. მისი თქმით, რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება მოსკოვს უკრაინაში სამხედრო შეჭრისთვის საბაბად სჭირდებოდა.

უწყების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, იმ ზონაში, სადაც ტერაქტი მოხდა, მალაიზიურ ბოინგთან ერთად მოსკოვი-ლარნაკას რეისი მიფრინავდა. რუსეთიდან საგანგებოდ შემოყვანილი ბუკის ტიპის საზენიტო დანადგარის ამოცანა სწორედ აეროფლოტის თვითმფრინავის ჩამოგდება იყო, მაგრამ რუს სამხედროებს დასახლებული პუნქტები აერიათ და სხვა რაიონში აღმოჩნდნენ.

რუსული თვითმფრინავი უკრაინული ძალების კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა ჩამოვარდნილიყო. მეორე დღეს, 18 ივლისს კი რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას გეგმავდა.

კომენტარები