რუსეთის სამხედრო აგრესია

წეროვანში დევნილები კოტეჯების საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ

აგვისტოს ომის 6 წლის თავზე წეროვანს ვესტუმრეთ, სადაც ომის დროს დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი ცხოვრობს. აქ, დევნილთა დასახლებაში, სულ 2002 ოჯახია, მათი დიდი ნაწილი ახალგორიდნაა, 700-მდე კი ცხინვალიდან.


ოფიციალური ინფორმაციით, 1115 ოჯახს კოტეჯი უკვე საკუთრებაში აქვს გადაცემული, თუმცა მოსახლეობა ყველაზე დიდ პრობლემად სწორედ გადაუფორმებელ კოტეჯებს მიიჩნევს. სახლებში მალე დაბრუნების იმედი არ აქვთ, ამიტომ კოტეჯისთვი ფართის მიმატება უნდათ, თუმცა იმის გამო, რომ გადაუფორმებელია, ეშინიათ რომ ხელისუფლება წაართმევს. ტაბულასთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ კოტეჯების, რომელთა ფართი დაახლოებით 56 კვ.მ-ია, გადაფორმება ძირითადად ნაცნობობით მოხდა.


ნადია მეგრელიშვილი ახალგორიდანაა და წეროვანში 5 წელია ცხოვრობს. სახლი ომის დროს არ დაუტოვებია, სექტემბრამდე ახალგორში ცხოვრობდა. წეროვანში შვილთან და ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ აქ ახალგაზრდებს დასაქმების საშუალება არ აქვთ, სახელმწიფოს მიერ გადაცემული 500 კვ.მ. მიწა კი მოსავლიანი არაა.

კომენტარები