მუსლიმთა საძმო

ეგვიპტის სასამართლომ მუსლიმთა საძმოს პოლიტიკური ფრთა აკრძალა

The Guardian

ეგვიპტის სასამართლომ მუსლიმთა საძმოს პოლიტიკურ ფრთა - თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტია აკრძალა. შედეგად, ისლამისტურ მოძრაობას აეკრძალა მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც, სავარაუდოდ, წლის ბოლოს გაიმართება.

პარტიას ბრალი დასდეს ძალადობის ხელშეწყობისა და ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის 2013 წლის ივლისში, როდესაც პრეზიდენტი მოჰამედ მურსი ჩამოაგდეს.

დეკემბერში მუსლიმთა საძმო ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადეს. თუმცა, საძმომ უარყო ჯიჰადისტ სამხედროებთან ნებმისმიერი სახის კავშირი.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ მურსის ჩამოგდებისას, დემონსტრანტთა დარბევისას 1400 ადამიანი დაიღუპა, 16 000 კი - დააპატიმრეს.

ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდულ ფათაჰ ალ-სისიმ, რომელიც აღნიშნულ პოსტზე მიმდინარე წლის მაისში აირჩიეს, პირობა დადო, რომ მუსლიმთა საძმოს "გააქრობდა".

კომენტარები