კრიზისი უკრაინაში

აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსი სეპარატისტები ჰუმანიტარულ დახმარებას ითხოვენ

Reuters

პრორუსი სეპარატისტები აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასა და დახმარებას ითხოვენ, რათა, მათი თქმით, "ჰუმანიტარული კატასტროფა" დონეცკში თავიდან იქნას აცილებული.

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს თქმით, ის მზადაა, მიიღოს აღმოსავლეთ უკრაინაში ნებისმიერი სახის მისია დასახმარებლად, თუმცა, ის უნდა იყოს საერთაშორისო, შეუიარაღებელი და მხოლოდ უკრაინის მიერ კონტროლირებადი სასაზღვრო პუნქტებით ისარგებლოს.

რუსეთი კი კვლავ იმეორებს, რომ მზადაა, აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნოს, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი ამის წინააღმდეგია.პარასკევს ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთი პარასკევს გააფრთხილეს, არ გამოიყენოს ჰუმანიტარული მისია აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული ძალების გასაგზავნის მიზნით პრორუსი სეპარატისტების დასახმარებლად.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებებისას 1500 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები