კვლევა სექსის შესახებ

Pornhub: ანალური სექსის პორნოს რუსეთში უფრო ხშირად უყურებენ, ვიდრე სხვაგან

pornhub-ის კვლევა
pornhub.com/insights

ინტერნეტმომხმარებლები რუსეთიდან უფრო ხშირად ეძებენ ანალური სექსის ამსახველ პორნოს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის წარმომადგენლები. მსხვილი პორნოსაიტის, PornHub-ის მომხმარებელთა კვლევამ გამოავლინა, რომ რუსმა ვიზიტორებმა პროპორციულად უფრო ხშირად მოითხოვეს ანალური პორნო, ვიდრე სხვებმა.

პორნოსაიტის განცხადებით, რუსები ამერიკელებსა და კანადელებზე ხშირად ეძებენ საიტზე ანალურთან შესაბამის პორნოს. PornHub-მა ასევე აღმოაჩინა, რომ ჰომოსექსუალები უფრო ნაკლებად ეძებენ საიტზე ანალური სექსის ამსახველ ვიდეომასალას, ვიდრე ჰეტეროსექსუალები.

1960 წელს კინსის ინსტიტუტის ცნობილმა კვლევამ სექსის შესახებ აჩვენა, რომ მამაკაცების დაახლოებით 9% და ქალების დაახლოებით 28% ერთხელ მაინც იყო დაკავებული ანალური სექსით. 30 წლის შემდეგ მათ აღმოაჩინეს, რომ ეს ციფრები კაცების შემთხვევაში 27%-მდე გაიზარდა და ქალებისთვის 24%-მდე შემცირდა. 2002 წლის კვლევის მიხედვით კი, კაცების 34% იყო დაკავებული ანალური სექსით, ხოლო საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის ეს რიცხვი 30% იყო. 

ამ მონაცემების კომენტირებისას, ევროპის უდიდესმა ლგბტ გამოცემამ, pinknews-მა რუსი დეპუტატის ის განცხადება გაიხსენა, სადაც ის ანტიგეი კანონის მიღებისას აცხადებდა, რომ უკანალს თავისი ფუნქცია უნდა დაბრუნებოდა.

რუსეთში ცოტა ხნის წინ მიღებული „გეიპროპაგანდის" ამკრძალავი კანონი მოქმედებს, რომელიც ლგბტ პირების გამოხატვის შეზღუდვას ემსახურება.

კომენტარები