სტალინის ძეგლი

თელავის რაიონის სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი დადგეს

www.ipn.ge

თელავის რაიონის სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი აღადგინეს. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ბიუსტი მეორე მსოფლიო ომში დაკარგულთა სახელობის სკვერში წუხელ, გვიან ღამით უცნობმა პირებმა დადგეს.

თელავის გამგებლის ალექსანდრე შათირიშვილის ინფორმაციით, სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტის დემონტაჟი დღის ბოლომდე მოხდება. მან აღნიშნა, რომ საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას კანონი კრძალავს და განმარტა, რომ ბიუსტს დაასაწყობებენ.

სტალინის ბიუსტი ბოლო ორი წლის განმავლობაში აკურაში რამდენჯერმე აღადგინეს. ერთი წლის წინ, მონუმენტი აქტივისტების ჯგუფმა ვარდისფრად შეღება, რის შემდეგაც, მისი დემონტაჟი მოხდა.

კომენტარები