კაზანტიპის ფესტივალი

ანაკლიაში სასულიერო პირები სამშვიდობო პარაკლისს ატარებენ

www.ipn.ge

ანაკლიაში სასულიერო პირები წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში სამშვიდობო პარაკლისს ატარებენ. ეკლესიაში მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები და კაზანტიპის ფესტივალის სხვა მოწინააღმდეგეებიც იმყოფებიან. 

ინტერპრესნიუსის ცნობით, სასულიერო პირები ამბობენ, რომ დღეს მშვიდობისთვის ილოცებენ. ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, "დაიცვან ქართული ღირსება და სიწმინდეები". 

პარაკლისის შემდეგ გახდება ცნობილი, გაიმართება თუ არა ანაკლიაში კაზანტიპის საწინააღმდეო აქცია. 

კაზანტიპის ფესტივალი ანაკლიაში 20-30 აგვისტოს უნდა გაიმართოს. 

კომენტარები