ანაკლიაში კაზანტიპის საწინააღმდეგო მშვიდობიანი მსვლელობა იმართება. მსვლელობა სასულიერო პირებმა და მრევლმა ანაკლიაში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრიდან პარაკლისის დასრულების შემდეგ დაიწყეს. ისინი ანაკლიაში კაზანტიპის ფესტივალის ჩატარებას აპროტესტებენ. სასულიერო პირები მრევლს "ზნეობის დაცვისკენ" მოუწოდებენ.
მსვევლობის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები წარწერით - "ნუ გადავაქცევთ საქართველოს
სოდომ-გომორად", "ვთხოვთ, ხელისუფლებას, არ დაუშვას გარყვნილების ქადაგება", "კაზანტიპი გარყვნილებაა".
მსვლელობაში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, მათ შორის, ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია.
კაზანტიპის ფესტივალი ანაკლიაში 20-დან 30 აგვისტომდე ჩატარდება.