ფარმაცევტული ბაზარი

ჯანდაცვის სამინისტრომ რეცეპტის გარეშე გასაცემი წამლების ნუსხა გამოაქვეყნა

0 კომენტარი
ფოტო: REUTERS

ჯანდაცვის სამინისტრომ ხშირად მოხმარებადი, რეცეპტის გარეშე გასაცემი III ჯგუფს მიკუთვნებული პრეპარატების ნუსხა გამოაქვეყნა. ურეცეპტოდ გაიცემა 61 ფარმაკოთერაპიული ჯგუფის პრეპარატები (გარდა საინექციო ფორმებისა). ნუსხაში მოხვდა პარაცეტამოლი, ანალგინი, ბარალგინი. ასევე, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული და ანტირევმატული საშუალებები: დიკლოფენაკი, კეტოპროფენი, იბუპროფენი, ინდომეტაცინი, დექსკეტოპროფენი. ოფთალმოლოგიური საშუალებები: ოფტაგელი, ბილბერინი, ლაკრიმალი, ლეკროლინი, ალბუციდი. ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები: ერიუსი, კლარიტინი, ალერგოსანი, ალერფასტი, ალერგინი, ფენკაროლი, კეტოტიფენი (გარდა თვალის წვეთებისა), ტელფასტი, ტავეგილი, სუპრასტინი, კესტინი, დიაზოლინი. ანტიჰიპერტენზული საშუალებები: რაუნატინი, ნოშპა, პაპავერინი, პაპაზოლი, ნიტროგლიცერინი. კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალებები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები: ლანსოპრაზოლი, ომეპრაზოლი, ფამოტიდინი, პანტოპრაზოლი, ნექსიუმი, პროტონექსი. 

ასევე ურეცეპტოდ გაიცემა ხველის საწინააღმდეგო და ამოსახველებელი საშუალებები: ბრონქოსტოპი, ამბორქსოლი, სტოპტუსინი, მუკალტინი, ძირტკბილა, ალთეს სიროფი, პულმოლანი, აცეტილცისტეინი, ბრომჰექსინი, ლიზლი, ფლავამედი,  ამბრობენე, დოქტორ ტაისი, კოვონია, ჰალიქსოლი, ლაზოლვანი, ლიბექსინი.

ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების სრული სია იხილეთ აქ.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი სექტემბრიდან, რეცეპტით გაიცემა I და II ჯგუფის მედიკამენტები (6 000-ზე მეტი დასახელება). მათ შორის - ანტიბიოტიკები, ტკივილგამაყუჩებლები, წნევის დამწევი და საგულე საშუალებები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქეთევან ქემოკლიძე

კომენტარები