დმიტრი მედვედევი

დმიტრი მედვედევის TWITTER-ი გატეხეს

რუსეთის პრემიერმინისტრის დმიტრი მედვედვის ტვიტერი ჰაკერებმა გატეხეს და მისი სახელით რამდენიმე პოსტი განათავსეს. ეს ფაქტი პრემიერის პრესსამსახურმაც დაადასტურა. დილით მედვედევის ტვიტერში გაჩნდა პოსტი იმის შესახებ, რომ იგი თანამდებობიდან მიდის.

„მივდივარ, მრცხვენია მთავრობის ქმედებების გამო, მაპატიეთ“.

მოგვიანებით, რუსეთის პრემიერის გვერდზე სხვა სკანდალური ტვიტებიც გაჩნდა იმის შესახებ, რომ მედვედევი აპირებს თავისუფალი ფოტოგრაფი გახდეს, ასევე იმის შესახებ, რომ ქვეყანა 80-იან წლებში ბრუნდება და რომ ხალხი მთავრობაში საღი აზრის ნაკლებობის გამო არ უნდა იტანჯებოდეს.

ჰაკერებმა პუტინის ყირიმში დაგეგმილ გამოსვლასაც უცენზურო ფორმით დასცინეს. დილის 11 საათისთვის სკანდალური პოსტები მედვედევის ტვიტერიდან წაშალეს.

კომენტარები