მიხეილ სააკაშვილის საქმე

სააკაშვილი: გამოაცხადეს შიდა და არა გარე, იმიტომ, რომ ქვეყანაში არ ჩამოვიდე

"გამოაცხადეს შიდა და არა გარე, იმიტომ, რომ მთავარია, ქვეყანაში არ ჩამოვიდე", - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საუბრობს. პროკურატურის ინფორმაციით, სააკაშვილზე ქვეყნის შიდა ძებნა გამოცხადდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ქვეყნის შიდა ძებნის შესახებ გამოტანილია დადგენილება, რომელიც გადაეცა შესაბამის უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბრის აქციისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრაზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, რის შესაბამისადაც ძებნა გამოცხადდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილს საზღვრის გადმოკვეთის მცდელობისას დააკავებენ.

"გამოტანილია დადგენილება ყოფილი პრეზიდენტის ძებნის შესახებ. მიხეილ სააკაშვილი ძებნილად არის ცნობილი. მასზე გამოცხადებულია შიდა ძებნა. გამოტანილია დადგენილება, რომელიც გადაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს", - ამბობენ მთავარ პროკურატურაში.

მიხეილ სააკაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 2 აგვისტოს შეეფარდა. სააკაშვილი კიდევ ორ საქმეზეა ბრალდებული.

კომენტარები