გერმანიის ეროვნული ნაკრები

ლამისა და კლოზეს შემდეგ, სანაკრებო კარიერა მერტეზაკერმაც დაასრულა

ფილიპ ლამისა და მიროსლავ კლოზეს შემდეგ, სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გერმანიის ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, პერ მერტეზაკერმა გააკეთა.

29 წლის მცველი ეროვნულ გუნდში თითქმის 10 წლის განმავლობაში გამოდიოდა და ამ პერიოდში 104-ჯერ მოირგო ნაკრების მაისური. 

მსოფლიოს ჩემპიონობა 10-წლიანი კარიერის საუკეთესო დასასრულია. განზე ვდგები, რათა ასპარეზი ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს დავუთმო,"- განაცხადა Berliner Zeitung-თან საუბარში პერ მერტეზაკერმა.

ფეხბურთელის თქმით, ახლა სურს მთლიანად მოახდინოს ფოკუსირება ლონდონის არსენალზე და კლუბთან ერთად ტიტულები მოგებას გეგმავს.

"ტიტულები კვლავ მწყურია, მაგრამ მათი მოპოვება არსენალთან ერთად მსურს, კონკრეტულად კი პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის. ვგრძნობ, რომ ბევრად მეტს მივაღწევთ. მწვრთნელს სწორი მიმართულებით მივყავართ, კლუბმა შემადგენლობის გასაძლიერებლად ბევრი ფული დახარჯა. რა თქმა უნდა, ჩვენს გარდა რამდენიმე ძლიერი გუნდია, ვისაც ლიგის მოგება შეუძლია, მაგრამ ახლა FA Cup-ის მოგების შემდეგ, გამარჯვების გემო კარგად შევიცანით," - განაცხადა პერ მერტეზაკერმა.

კომენტარები