საქართველოს მოქალაქეობა

შსს: მინისტრს კახა თარგამაძისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე დასკვნა არ გაუცია

0 კომენტარი

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ყოფილი მინისტრის კახა თარგამაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე ალექსანდრე ჭიკაიძემ დადებითი დასკვნა გასცა.

"ამასთან დაკავშირებით, მინისტრის სახელით არანაირი დასკვნა ან ცნობა არ გაცემულა" - უთხრა ტაბულას შს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.

დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ შს ყოფილმა მინისტრმა კახა თარგამაძემ 2014 წლის 20 ივლისს მიმართა იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. მისი თქმით, ყოფილი მინისტრის განაცხადმა ერთ დღეში მიიღო დადებითი დასკვნა იუსტიციის და შს მინისტრებისგან და განაცხადი უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევიდა. ენმ პრეზიდენტს მოუწოდებს, კახა თარგამაძეს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრას.

ტაბულა შეეცდება ამასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომენტარებიც მოიპოვოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები