კაზანტიპის ფესტივალი

შსს: ანაკლიასთან მისასვლელ გზებზე მოძრაობა შეიზღუდება

RFE/RL

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ კაზანტიპის ფესტივალთან დაკავშირებით 17 აგვისტოდან ანაკლიიდან განმუხურში მისასვლელი საავტომობილო გზა გადაიკეტა, როგორც ავტომანქანებისთვის, ისე ფეხით მოსიარულეთათვის. რაც შეეხება ზუგდიდი-ანაკლიის მიმართულებას, 18 აგვისტოდან აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომანქანებისთვის გადაადგილება შეიზღუდება.

„ასევე გაცნობებთ, რომ გადაკეტვის ადგილიდან ანაკლიის მიმართულებით და მთლიანად საკურორტო ტერიტორიაზე იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ანაკლიაში ავტომანქანები დაიშვებიან მხოლოდ სპეციალური საშვებით. მუსიკალურ ფესტივალზე დამსწრეებს ვურჩევთ თავი შეიკავონ საკუთარი ავტომაქანებით გადაადგილებისგან და გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. აღნიშნული შეზღუდვა 1 სექტემბრამდე გაგრძელდება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები