კალათბურთი

ქართველმა კალათბურთელებმა პორტუგალიის ნაკრები 91:90 დაამარცხეს

http://www.gbf.ge/

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. იგორ კოკოშკოვის გუნდმა სტუმრად პორტუგალიის ნაკრები ოვერტაიმში 91:90 დაამარცხა; ძირითადი შედეგი 79:79 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები მთელი მატჩის განმავლობაში აგებდა, თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა ბოლო მეოთხედში მეტოქე 6 ქულით დაამარცხეს, რითაც დაწევის საშუალება მიეცათ.
როგორც წინა თამაშებში, საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი, 25 ქულა ზაზა ფაჩულიამ მოაგროვა. 20 ქულით ერთ-ერთი საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია.

პორტუგალიელებთაგან საუკეთესო ჟოზე დასილვა იყო, რომელმაც 26 ქულა მოაგროვა.

შემდეგ თამაშს საქართველო თბილისში, 24 აგვისტოს ასევე პორტუგალიასთან გამართავს. გუნდი 2 გამარჯვებითა და 1 მარცხით ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ბრძოლას აგრძელებს.

კომენტარები