ფარმაცევტული ბაზარი

სერგეენკო: პაციენტთა უმრავლესობა მომავალში მიხვდება, რომ ცეცხლს ეთამაშებოდა

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/mohgovge

"დიდი იმედი მაქვს, ოდესმე საზოგადოება ნაწილობრივ მაინც აღიარებს, რომ ეს ნაბიჯი სწორი იყო", - ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, II ჯგუფის მედიკამენტები პირველი სექტემბრიდან რეცეპტით გაიყიდება. როგორც გაზეთ კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში მინისტრმა თქვა, "პაციენტთა უმრავლესობა მომავალში მიხვდება, რომ ცეცხლს ეთამაშებოდა თვითმკურნალობითა და წამლების არადანიშნულებისამებრ გამოყენებით". მისი თქმით, "ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ჯდება ჯანდაცვისა და კლინიკური მედიცინის ლოგიკაში, ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ადამიანებმა იცხოვრონ უფრო დიდხანს და ჯანმრთელად".

ჯანდაცვის მინისტრის თქმითვე, სააფთიაქო ნარკომანია იყო აბსოლუტურად უკონტროლო. ამავდროულად, სერგეენკოს შეფასებით, ექიმის ინსტიტუტს ღირებულება აქვს დაკარგული და მიშვებული იყო თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე, რაც მისი აზრით, სისტემური შეცდომაა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები