ინვესტიციები

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $30-მილიონიანი სესხი გამოუყო

გზის აღდგენითი სამუშაოები
ტაბულა

მსოფლიო ბანკმა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საქართველოს $30 მილიონის ოდენობის სესხი გამოუყო. 

მსოფლიო ბანკმა და საქართველოს მთავრობამ რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და მომსახურების გაუმჯობესებას და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ინსტიტუციონალურ განვითარებას ითვალისწინებს. 

სესხის შესახებ ხელშეკრულებას ხელი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ მოაწერეს. 

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ხელშესაწყობად ივლისში ხელი მოეწერა შეთანხმებას მსოფლიო ბანკსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) შორის, რომლის თანახმადაც სააგენტო საქართველოს გრანტის სახით დამატებით $5 მილიონ დოლარს გამოუყოფს. 

კომენტარები