შალვა მამუკაშვილი

BBC: ქართველი მორაგბე შალვა მამუკაშვილი სეილ შარკსის წევრი გახდა

verdzeuli.blogpost.com

ქართველი მორაგბე, შალვა მამუკაშვილი, ინგლისური პრემიერშიფის გუნდის - სეილ შარკსის ღირსებას დაიცავს, ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული BBC ავრცელებს.

23 წლის მორაგბე, გამოცდილი ტომი ტეილორის შემცვლელად განიხილება, რომელმაც ივნისში ბარბაროსებთან თამაშისას მუხლის ტრავმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მამუკაშვილი პირველი ქართველი მორაგბეა, ვინც ინგლისურ პრემიერშიფში ითამაშებს.

სეილ შარკსის ოფიციალურ ვებგვერდზე დირექტორის, სტივ დაიმონდის კომენტარი გამოქვეყნდა.

"შალვა ძალიან აგრესიულია დაცვაში, ის ქართველების სასტარტო ჰუკერია. მამუკაშვილი თავისუფლად საუბრობს ინგლისურად, თანაც ვადიმ კობილასი და ანდრეი ოსტრიკოვი ეყოლება გვერდით, რომლებიც ადაპტაციაში დაეხმარებიან. სამუშაო ვიზასთან დაკავშირებით განაცხადი უკვე გავაკეთეთ და იმედია ყველაფერი დროულად მოგვარდება," - განაცხადა სტივ დაიმონდმა.

კომენტარები