სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს: გამოზომილად გამოიყენეთ სარწყავი წყალი

ჯონ მური / Getty Images

სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია ფერმერებსა და გლეხებს აფრთხილებს, რაციონალურად გამოიყენონ სარწყავი წყალი, რადგან გვალვის გამო რესურსები შეზღუდულია. 

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მრავალწლიანი კულტურების გადარჩენა, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

სამინისტრო მოუწოდებს ფერმერებს, დაიცვან წყლის სამართლიანი გადანაწილების პრინციპი და არ დაუშვან წყლის დატაცება და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის დაზიანება. 

კომენტარები