შიდა პოლიტიკა

პრემიერი პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვაზე: ეს არასწორი ინტერპრეტაციაა

ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია და მინდა გთხოვოთ მედიის წარმომადგენლებს, მიაწოდოთ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია - ამგვარი განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თავდაცვის შესახებ კანონში სავარაუდო ცვლილებების კომენტირებისას გააკეთა. 

პრემიერის თქმით, განსაკუთრებული არაფერი ხდება, მიმდინარეობს მუშა პროცესი, რათა რიგი კანონები ახალ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდეს.

აქ არ ხდება ერთის უფლებების შეზღუდვა და მეორის გაძლიერება. ეს არის წმინდა სპეკულაცია - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ანალოგიური მიდგომა არსებობს უშიშროების საბჭოსთან მიმართებაშიც.

“არავითარ სტრუქტურულ ცვლილებებზე არ არის საუბარი, უშიშროების საბჭოც და ყველა სხვა დანარჩენი სახელმწიფო ორგანო ფუნქციონირებს ახალი მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში და თუ რამე გასასწორებელია, ეს შეეხება კანონში ცვლილებას თუ სხვა, ეს არის ტექნიკური საკითხი”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

კომენტარები