კრიმინალი

დედოფლისწყაროში ენმ-ის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მანქანა დაწვეს

ლევან ბაღაშვილი / www.facebook.com/levan.bagashvili

დედოფლისწყაროში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ლევან ბაღაშვილის ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდეს. ინციდენტი დედოფლისწყაროში წუხელ, გვიან ღამით ბაღაშვილის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.

"ჩემს ავტომანქანას ვიღაც "ყოჩაღებმა" ბენზინი გადაასხეს და დაწვეს, საინტერესო ბრძოლის მეთოდი აარჩიეს. 90-იანებს მაგონებს", - ამბობს ბაღაშვილი და მომხდარს თავის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. გამოძიებას დედოფლისწყაროს რაიონული პოლიცია აწარმოებს.

კომენტარები