ახლო აღმოსავლეთი

ერაყელმა ჯიჰადისტებმა ამერიკელი ჟურნალისტის თავი მოკვეთის ვიდეო გაავრცელეს

ამერიკელ ჟურნალისტ ჯეიმს ფოლის ერაყელმა ჯიჰადისტებმა თავი მოკვეთეს. ამისი ამსახველი კადრები ტერორისტულმა ორგანიზაცია ISIS-მა (ერაყისა და სირიის ისლაური სახელმწიფო) ქსელში გაავრცელა. ერაყელი ჯიჰადისტები, რომლებმაც ჟურნალისტი მოკლეს, საკუთარ თავს "ხალიფატის რაინდებს" უწოდებენ. 
 
Youtube-ზე გავრცელებულ ვიდეოში ჯიჰადისტები მეორე მძევლის, ჟურნალისტ სტივენ ჯოელ სოლტოფის მოკვლით იმუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის შეერთებული შტატები არ შეაჩერებს ISIS-ის წინააღმდეგ მიმართულ საჰაერო თავდასხმებს. 
 
სიკვდილის წინ ჟურნალისტმა ფოლიმ კამერის წინ განცხადება გააკეთა. 
 
"მოვუწოდებ ჩემ მეგობრებს, ოჯახს და მათ, ვინც მიყვარს და ვუყვარვარ, წინ აღუდგნენ ჩემს ნამდვილ მკვლელებს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას. ამერიკის მიერ ინიცირებული კამპანია ერაყისა და ჩრდილოეთ სირიის ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო ის, რამაც ჩემი სიკვდილი გამოიწვია", - ამბობს ფოლი სიკვდილის წინ. 
 
ჟურნალისტმა საკუთარ ძმას, ჯონსაც მიმართა, რომელიც აშშ-ის საჰაეროძალებში მსახურობს და მოუწოდა მას დაფიქრებულიყო იმაზე, თუ რას აკეთებდა და რამდენ სიცოცხლეს იწირავდა მისი საქმიანობა. დღე, როდესაც შენ და შენმა კოლეგებმა ბომბი ჩამოაგდეთ, იყო დღე, როდესაც თქვენ ხელი მოაწერეთ ჩემს სიკვდილს, - მიმართავს ფოლი ძმას. 
 
ჯიჰადისტი, რომემაც ფოლის თავი მოკვეთა, მისი გამოსვლის შემდეგ მოკლე კომენტარს აკეთებს, სადაც ამბობს, რომ ეს ყველაფერი შედეგია იმ აგრესიისა, რომელიც ხორციელდება მუსლიმების წინააღმდეგ. როგორც სხვადასხვა ინგლისურენოვანი გამოცემები აღნიშნავენ (Daily Beast, CNN), ის ზუსტი ბრიტანული აქცენტით საუბრობს. 
 
ფოლის სიკვდილის შემდეგ განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულმა უშიშროების საბჭომ, სადაც მათ აღნიშნეს, რომ დაზვერვა მაქსიმალური სისწრაფით მუშაობს, რათა დარწმუნდნენ ვიდეომასალის ავთენტურობაში.

კომენტარები