კვლევა

კვლევა: ხატვის ნიჭი ბავშვებში შესაძლოა შედარებით მაღალ ინტელექტზე მიუთითებდეს

http://galleryhip.com/

ლონდონის კინგს კოლეჯის ბაზაზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბავშვების ხატვის ნიჭსა და მათ ინტელექტს შორის დადებითი კორელაციაა - რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვები, რომლებიც ხატავენ, უფრო დიდი ალბათობით, მაღალი ინტელექტის მქონე არიან. 

კვლევაში მონაწილეობას იღებდა 15 504 ბავშვი - იდენტური და არაიდენტური ტყუპები. თითოეულ მონაწილეს სთხოვეს დაეხატათ ბავშვი და ამის შემდეგ შეამოწმეს მათი ვერბალური და არავერბალური ინტელექტის დონე. 15 504-ვე მონაწილე პირველად 4 წლის, მეორედ კი 14 წლის ასაკში გატესტეს. 

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვები, რომლებიც უკეთ ხატავენ (უკეთ აღიქვამენ სხვადასხვა დეტალებს და გადააქვთ ფურცელზე), ინტელექტის მაჩვენებლებითაც სჯობნიან იმ მონაწილეებს, რომელთაც აღქმის ნიჭი ნაკლებად აქვთ.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ კორელაცია ხატვის ნიჭსა და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს შორის ჯერჯერობით კვალიფიცირდება, როგორც საშუალო სიძლიერის (moderate). ისინი განმარტავენ, რომ კვლვა დასახვეწია სხვადასხვა მიმართულებით და გამოსაკვლევია, რეალურად რა განაპირობებს ამ კორელაციას - გენეტიკა თუ გარემო, რომელშიც ბავშვი იზრდება. 

კომენტარები