კვლევა

ლონდონი მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ქალაქია

ლონდონის ცენტრი ღამით
Wikimedia Commons

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ქალაქი ლონდონია - ასეთი იყო იმ კვლევის შედეგი, რომელიც ურბანულმა გეოგრაფმა ალი მოდარესმა, ანალიტიკოსმა აარონ რენმა და დემოგრაფმა ვენდელ კოქსმა ჩაატარეს. კვლევის შედეგები Forbes-მა გამოაქვეყნა. 

კვლევაში ჩართული იყო 58 მეგაპოლისი. იმისათვის რომ განსაზღვრულიყო ყველაზე გავლენიანი ქალაქი, 8 სხვადასხვა კატეგორიის ანალიზი გაკეთდა, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, კორპორაციული სათავო ოფისების რაოდენობა, რამდენად ადვილად მისაღწევია საჰაერო ტრანსპორტით, რამდენად არის განვითარებული პროდუქციის, მომსახურებისა და ფინანსური ბაზარი და ასევე რამდენად დივერსიფიცირებულია ქალაქი რასობრივად. 

ათეულში პირველ ადგილზე ლონდონია, რომელიც გლობალური ფინანსური ცენტრების რეიტინგშიც ლიდერობს. მეორე ადგილს ნიუ იორკი იკავებს. ათეულში შედიან დუბაი, სინგაპური და ტოკიო. 

გავლენიანი ქალაქების ათეული ასე გამოიყურება: 

  1. ლონდონი 
  2. ნიუ იორკი 
  3. პარიზი
  4. სინგაპური 
  5. ტოკიო
  6. ჰონგ კონგი
  7. დუბაი 
  8. პეკინი
  9. სიდნეი 
  10. ლოს ანჯელესი

კომენტარები