ერაყის კრიზისი

ფრანცისკე ერაყში ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ ძალის გამოყენების მომხრეა

AFP

პაპმა ფრანცისკე ეთანხმება ერაყში ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას რელიგიურ უმცირესობებზე ძალადობის შესაჩერებლად, თუმცა პონტიფექსი იმავდროულად აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ არ უნდა მიიღოს. ფრანცისკემ კორეაში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ, თვითმფრინავში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ის აშშ-ის მიერ ისლამისტების დაბომბვას, ფრანცისკემ განაცხადა, რომ „როცა აგრესია უსამართლოა, მე შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რომ სამართლიანია შევაჩეროთ აგრესორი" - პაპმა ხაზი გაუსვა ზმნა „შეჩერებას" და აღნიშნა, რომ ის ამაში არ გულისხმობს აუცილებლად დაბომბვას ან ომს. მისი თქმით, აგრესორის შეჩერების საბაბით, ისტორიის განმავლობაში მრავალს დაუპყრია მეორე ქვეყანა, ამიტომ ასეთი გადაწყვეტილება მრავალმა ქვეყანამ უნდა მიიღოს. მისი თქმით, ამგვარი საკითხები გაეროში უნდა გადაწყდეს. 

ფრანცისკე აცხადებს, რომ უნდა შეფასდეს დასაშვები მეთოდები.

 

კომენტარები