კალაძე პრეზიდენტზე

კალაძე: პრეზიდენტის უფლებები არ იზღუდება

გენერალური შტაბის უფროსს პრეზიდენტი დანიშნავს თუ თავდაცვის მინისტრი, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.

არსებული ინფორმაციით, კანონში ცვლილება უნდა შევიდეს, რომლის მიხედვითაც, გენშტაბის უფროსი ანგარიშვალდებული იქნება არა მთავარსარდლის, არამედ თავდაცვის მინისტრის წინაშე. ვიცეპრემიერის განცხადებით, ამით საქართველოს პრეზიდენტის უფლებები არ შეიზღუდება.

"მე ვფიქრობ, რომ პრობლემას არ წარმოადგენს, გენერალური შტაბის უფროსს პრეზიდენტი დანიშნავს თუ თავდაცვის მინისტრი. არ მგონია, რომ პრეზიდენტის უფლებები იზღუდებოდეს. ამასთან დაკავშირებით ბატონმა შალვა თადუმაძემ ძალიან კარგი განმარტება გააკეთა. ასე რომ, ის აჟიოტაჟი, რომელიც არის ატეხილი, თითქოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები იზღუდებოდეს, სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა კალაძემ.

კომენტარები