კაზანტიპის ფესტივალი

კაზანტიპის პრესსამსახური: ამორალური ქცევისთვის ფესტივალი ორ პირს დაატოვებინეს

ტაბულა

"ამორალური საქციელისთვის და უხეშობისთვის, რესპუბლიკა კაზანტიპის ტერიტორია პოლიციამ ორ სტუმარს დაატოვებინა", - ამის შესახებ რესპუბლიკა კაზანტიპის განცხადებაშია ნათქვამი. ინტერპრესნიუსის ცნობით, რესპუბლიკა კაზანტიპის ხელმძღვანელობა მოუწოდებს თითოეულ სტუმარს, გაითვალისწინონ, რომ კაზანტიპში ზუსტად ისევე იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და კანონს, როგორც სხვაგან. 

"არაერთი განცხადება, პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში, პოლიციის მხრიდან განსაკუთრებული კონტროლის შესახებ რეალურია. იმედს გამოვთქვამთ, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება, რადგან კაზანტიპის მთავრობა წინააღმდეგია საქართველოს ტრადიციების შეურაცხმყოფელი და ამორალური საქციელის. ასე რომ, გაატარეთ ყველაზე ბედნიერი ზაფხული ანაკლიიდან განმუხურამდე გადაჭიმულ ულამაზეს სანაპიროზე, უმაგრეს მუსიკოსებთან ერთად და შეიგრძენით რეალობის რეალური ალტერნატივა და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში", - აცხადებს კაზანტიპის ადმინისტრაცია. 

მუსიკალური ფესტივალი გუშინ, 21:00-ზე გაიხსნა.

კომენტარები