მეწყერი დარიალის ხეობაში

შსს: დარიალის ხეობაში დაკარგულად ორი ადამიანი ითვლება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ორი პიროვნება, რომლებიც დარიალჰესის გვირაბში მუშაობდნენ. შსს-ს ცნობით, დარიალის ხეობაში იმყოფება მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა.

"ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ჩაიხერგა დევდორაკის ხეობა და დარიალჰესის გვირაბი. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სრული შემადგენლობა მობილიზებულია დარიალის ხეობაში. მდინარე თერგის წყალი გადაკეტილია და გვირაბის ზედა ნაწილში მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო სამუშოები. გვირაბის ქვედა ნაწილში მძიმე ტექნიკის საშუალებით დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები", - აცხადებს უწყება.

შეგახსენებთ, რომ დარიალის ხეობაში მთის მასა ინტენსიური წვიმისა და ღვარცოფის შედეგად წუხელ მეორედ ჩამოიშალა. დარიალში მეწყერი მიმდინარე წლის 17 მაისსაც ჩამოწვა.

კომენტარები