სამომხმარებლო ბაზარი

მოსკოვში McDonalds-ის რესტორნებს ხურავენ

NBC news

როსპოტრებნადზორმა, შემოწმების ჩატარების შემდეგ, სანიტარული პირობების დარღვევის გამო მოსკოვის ცენტრში მდებარე ოთხი McDonald's-ის დახურვის გადაწყვეტილება მიღო.

სულ რუსეთის დედაქალაქში McDonald's-ის 115 ობიექტი ფუნქციონირებს, მათი შემოწმებები გრძელდება.

მაკონტროლებელმა უწყებამ McDonald's-ის შემოწმებები რუსეთის რეგიონებშიც დაიწყო.

პირველი McDonald's რუსეთში 1990 წელს გაიხსნა. სწრაფი კვების პოპულარული ქსელის შემოწმებები მას შემდეგ დაიწყო, რაც დასავლური სანქციების საპასუხოდ რუსეთმა ევროკავშირიდან და ამერიკიდან სურსათის იმპორტი აკრძალა.

შეგახსენებთ, რომ რუსული ბაზარი უკვე დატოვა Wendy's Co.-მ, სიდიდით მესამე ამერიკული სწრაფი კვების ქსელმა.

კომენტარები