მარიო ბალოტელის ტრანსფერი

მარიო ბალოტელი მილანიდან ლივერპულში გადავიდა

0 კომენტარი

მარიო ბალოტელი მილანიდან ლივერპულში გადავიდა.

24 წლის თავდამსხმელის ტრანსფერი მერსისაიდულ კლუბს 16 მილიონი ფუნტი სტერლინგი (20 მილიონი ევრო) დაუჯდა.

ლივერპულმა პრემიერლიგის გასული სეზონი მეორე ადგილზე დაამთავრა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ლუის სუარესი ბარსელონაში გაყიდა. გუნდის თავკაცს ბრენდან როჯერსს იმედი აქვს, რომ მარიო ბალოტელი ურუგვაელი ფეხბურთელის ადგილს დაიკავებს და გუნდს პრემიერლიგის მოგებაში დაეხმარება.

მარიო ბალოტელი ადრეც, 2010-13 წლებში თამაშობდა პრემიერლიგაში. ის მანჩესტერ სიტის ღირსებას იცავდა და 54 მატჩში 20 გოლის გატანა მოახერხა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები