საზღვარი

სადახლოს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე "მეგობრობის ხიდი" აშენდება

სადახლოს საბაჟო-გამშვები პუნტი
შემოსავლების სამსახური

სადახლოს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მხარდაჭერით ხიდი აშენდება, - ამის შესახებ პრემიერმა ღარიბაშვილმა და სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე გალუსტ საჰაკიანმა ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ისაუბრეს. 

საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დამაკავშირებელ ნაგებობას "მეგობრობის ხიდი" დაერქმევა.

მზად ვართ, საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ - აღნიშნა საქართველოს პრემიერმინისტრმა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბრისას.

ირაკლი ღარიბაშვილისა და გალუსტ საჰაკიანის შეხვედრას საქართველოს დელეგაციის წევრები და სომხეთის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებიც დაესწრნენ, მათ შორის იყო ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც. 

კომენტარები