ოქრიაშვილი სკანდალში

ოქრიაშვილი: კლუბს და ფანებს ბოდიშს ვუხდი

საფეხბურთო კლუბმა გენკმა ოფიციალურ ვებგვერდზე ვიდეო გაავრცელა, სადაც თორნიკე ოქრიაშვილი და ანელე გკონგკა შაბათის ინციდენტისთვის ბოდიშს იხდიან.

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილი თანაგუნდელს ეჩხუბა, შემდეგ კი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, რის გამოც პოლიციის განყოფილებაში მოუხდა ღამის გატარება.

"სამწუხაროა ყველაფერი, რაც მე და ანელეს გადაგვხდა, თუმცა ცხოვრება გრძელდება და ყველაფერი კარგად იქნება. ახლა მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობთ, საკუთარი ძალების 100 პროცენტი უნდა გავიღოთ გუნდის წარმატებისთვის. დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო კლუბს და ფანებს და თავად ანელესაც", - განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა.

 

კომენტარები