განათლება

თამარ სანიკიძე: დირექტორის არჩევნები 5 სექტემბერს დაიწყება

თამარ სანიკიძე სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობასთან დაკავშირებული ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე
ტაბულა

დირექტორის არჩევნები 5 სექტემბერს დაიწყება თბილისში და დასრულდება ოქტომბერში, როდესაც პროცესი მთელ საქართველოს მოიცავს - თქვა თამარ სანიკიძემ განათლების სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე, სადაც ჟურნალისტებს მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობასთან დაკავშირებით ახალი პროექტი წარედგინათ. 

სანიკიძის თქმით, სამეურვეო საბჭოების გადამზადების პროგრამის შედეგების დემონსტრირება სწორედ დირექტორის არჩევნები იქნება, რადგან საბჭოების გადამზადების პროგრამა უკეთესი მმართველობითი მოდელების დანერგვისკენ იყო მიმართული. 

მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობასთან დაკავშირებით, ახალი პროექტის ფარგლებში, დამრიგებლებისათვის სავალებულო ხდება მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია და ამოქმედდება მშობელთა გადამზადების პროგრამა ინკლუზიური განათლების მიმართულებით.

კომენტარები