უკრაინის კრიზისი

ლისენკო: უკრაინის საზღვართან რუსეთს 45 ათასი სამხედრო ჰყავს მობილიზებული

en.ria.ru

უკრაინის საზღვართან რუსეთს 45 ათასი სამხედრო ჰყავს მობილიზებული -  ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა.

ლისენკოს თქმით უკრაინა ჯერ-ჯერობით ახერხებს, რომ დიპლომატიური გზით ოფიციალურ მოსკოვს არ მისცეს საშუალება ღია აგრესიაზე ბრძანება გასცეს

"უკრაინის საზღვართან ამ დროისთვის 45 ათასი პროფესიონალი სამხედრო დგას. ჩვენი ხელმძღვანელობა დიპლომატიური და პოლიტიკური არხებით მაღალი კლასის სამუშაოებს აწარმოებს და ეს არის მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებას შემაკავებელი, რათა მათ არ გასცენ ბრძანება ღია აგრესიაზე", - განაცხადა სპიკერმა.

უკრაინის სამხედრო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის განცხადებით დაძაბული ვითარებაა სტანიცა ლუგანსკაიაში.

"ვითარება დაძაბული რჩება სტანიცა ლუგანსკაიაში, სადაც ტერორისტებმა ცოცხალი ძალა და ტექნიკა შეკრიბეს და დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობენ" - განაცხადა ტიმჩუკმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 22 აგვისტოს უკრაინის ხელსუფლების თანხმობისა და საერთაშორისო წითელი ჯვრის მონაწილებს გარეშე, უკრაინის საზღვარი გადაკვეთა ე.წ "ჰუმანიტარული ტვირთით" დატვირთულმა 227-მა რუსულმა სატვირთომ. რუსული კოლონის უკანონო მოქმედებებმა საერთაშორისო თანამეგობრობის აღშფოთება გამოიწვია. 

კომენტარები