უკრაინის კრიზისი

სერგეი ლავროვი: რასმუსენი ცრუობს

NATO Secretary-General Rasmussen and Russian FM Lavrov enter a hall for negotiations in Moscow
Sergei Karpukhin / REUTERS

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი NATO-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსულმა ჰუმანიტარულმა კოლონამ უკრაინის საზღვარი ოფიციალური კიევის თანხმობის გარეშე გადაკვეთა, სიცრუეს უწოდებს. ამის შესახებ მინისტრმა შაბათს, 23 აგვისტოს გააკეთა განცხადება. 

ლავროვმა რასუმენს და NATO-ს მოუწოდა დაინტერესების შემთხვევაში ინფორმაცია საერთაშორისო წითელ ჯვართან გადაემოწმებინათ და ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა თანხმობა კიევისგან 12 აგვისტოს მიიღო. 

შეგახსენებთ, რომ რუსულმა ჰუმანიტარულმა კოლონამ, კიევის ნებართვის გარეშე, უკრაინის საზღვარი პარასკევს, 22 აგვისტოს გადაკვეთა

კომენტარები