სასამართლო

თემურ ჯანაშიას სასამართლომ 20 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა

ShutterStock

შაბათს, 23 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა განიხილა. ბრალდების მხარე აღმკვეთი ღონისძიების სახით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში ბრალდებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიასთვის 100 000 ლარის ოდენობით გირაოს დაკისრებას, საზღვარგარეთის პასპორტის ჩამორთმევას და ყოველ მეათე დღეს საგამოძიებო უწყებაში გამოცხადების ვალდებულებას მოითხოვდა. 

სასამართლო განხილვა 23 აგვისტოს საღამოს 18:00 საათზე დაიწყო და სამი საათი გასტანა. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ბრალდებულ ჯანაშიას საბოლოოდ 20 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ბრალდებულს გამოძიების დასრულებამდე ყოველ მეათე დღეს საგამოძიებო უწყებაში გამოცხადება დაევალა. ჯანაშიას საზღვარგარეთის პასპორტიც ჩამოერთვა. დაცვის ადვოკატს გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 

თავად ჯანაშიას თქმით მისთვის შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიება არაადექვატურია. 

თემურ ჯანაშიას ბრალად 8 მილიონი ლარის ოდენობით სახელმწიფო თანხების გაფლანგვა ედება. 

კომენტარები