საგარეო ვაჭრობა

ღარიბაშვილი: შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი პროდუქტი გავიდეს რუსეთის ბაზარზე

Getty Images

ღარიბაშვილმა საქართველოდან რუსეთში სასურსათო ტვირთის გასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის კონსტრუქციული, პრაგმატული, სწორი და გონივრული და ეროვნულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პოლიტიკის შედეგი - ამის შესახებ განცხადებას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. 

უკვე ორი წელია, ვაწარმოებთ პრაგმატულ პოლიტიკას მეზობელ ქვეყანასთან, რუსეთთან, არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადავდგით, დღემდე თავისუფლად ვახდენთ ჩვენ პროდუქციის ექსპორტს რუსეთში. რუსეთმა გაახმოვანა იდეა, რომ შესაძლოა, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობა გაუქმდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს ემბარგოს. პირიქით, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი პროდუქტი გავიდეს რუსეთის ბაზარზე. მივესალმები იმ კონსტრუქციულ ნაბიჯებს, რომელიც შეგვხვდა რუსეთისგან. მიმაჩნია, რომ ეს არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები