NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 73%-ის აზრით, ეკლესია არ უნდა ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ ეკლესია არ უნდა ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში. ხოლო 16% ფიქრობს, რომ უნდა ჩაერთოს. დასახლების ტიპის მიხედვით კი, ყველაზე მეტად თბილისში ამართლებენ ეკლესიის საარჩევნო კამპანიაში ჩართვას. კერძოდ, დედაქალაქში გამოკითხულთა 20% ფიქრობს, რომ ეკლესია უნდა ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, ხოლო 72% მიიჩნევს, რომ - "არა".

რაც შეეხება ქალაქს და სოფელს, ქალაქში გამოკითხულთა 14%-ის აზრით, უნდა ჩაერთოს ეკლესია საარჩევნო კამპანიაში, 69%-ის შეფასებით, "არა". სოფელში გამოკითხულთა 15% ფიქრობს, რომ უნდა ჩაერთოს, 76% მიიჩნევს, რომ "არა".

ასევე, აღმოსავლეთ საქართველოში გამოკითხულთა 15% ამბობს, რომ უნდა ჩაერთოს ეკლესია, ხოლო 72% აცხადებს, რომ "არა". დასავლეთ საქართველოში გამოკითხულთა 14% ამართლებს ეკლესიის საარჩევნო კამპანიაში ჩართვას, 74% - არა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 2014 წლის 23 ივლისი-7 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულია 3338 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარია +-2.9%.

კომენტარები