თორნიკე ოქრიაშვილი

ოქრიაშვილი ბელგიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში კიდევ ერთხელ მოხვდა

sport.be

საქართველოს ნაკრების შემტევი, თორნიკე ოქრიაშვილი ბელგიურ გენკში სულ ცოტა ხნის წინ ჩაირიცხა და უკვე პირველი გოლი გაიტანა.

გენტის კარში ოქრიაშვილის შედეგიანი დარტყმული გადამწყვეტი გამოდგა - გენკმა შეხვედრა 2:3 მოიგო.

გამოცემა sportmagazine.levif.be-მ ბელგიის ჩემპიონატის მე-5 ტურის 10 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, მათ შორისაა თორნიკე ოქრიაშვილიც.

"ხაზებს შორის ბევრს მოძრაობდა, ტექნიკურად ძალიან ნიჭიერია", - წერს საიტი ქართველზე.

ასევე, მეორე და მესამე ტურის შემდეგ, ოქრიაშვილი კვლავაც მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში. ამჯერად ნახევარმცველი voetbalnieuws.be-მ გამოარჩია.

კომენტარები