კრიზისი უკრაინაში

უკრაინელმა სამხედროებმა რუსი სამხედროები დაატყვევეს

პრორუსი სეპარატისტი დონეცკში
REUTERS

გუშინ ქალაქ ნოვოაზოვსკთან უკრაინელმა სამხედროებმა, რუსეთიდან შემოჭრილი რუსული რეგულარული ნაწილები უკუაქციეს. თუმცა, აგრესორები ქალაქის დაბომბვას განაგრძობენ. უკრაინელებმა ათი რუსი სამხედრო ტყვედ ჩაიდგეს. ხელისუფლებამ მათი აღიარებების ვიდეოჩანაწერები გაავრცელა. რუსი სამხედროების თქმით, მეთაურებმა მათ უთხრეს, რომ წვრთნებზე მიემგზავრებიან, თუმცა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლამდე დოკუმენტები ჩამოართვეს და სამხედრო ტექნიკაზე ნომრები წააშლევინეს.

"უკრაინელმა სამხედროებმა ნოვოაზოვსთან თავდაცვითი პოზიციები გააძლიერეს, რუსი დაქირავებულები ახლა ნოვოაზოვსკის დაბომბვას განაგრძობენ. ამ წუთებში ქალაქის საავადმყოფო იწვის. უკრაინის შეიარაღებული  ძალებისა და უშიშროების სამსახურის ერთობლივმა ჯგუფმა 10 რუსი მედესანტე დააკავა.  ისინი არ არიან ტყვეები, ისინი დაკავებულები არიან და მათთან ჩვენი სამართალდამცველები მუშაობენ" - განაცხადა უკრაინის უშიშროების საბჭოს სპიკერმა ანდრი ლისენკომ.

"რუს სამხედროებს გზა აებნათ და უკრაინის ტერიტორიაზე შეთხვევით მოხვდნენ" - ასე განუმარტეს რუსულ სააგენტოებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარი სამხედროების ყოფნის მიზეზები.

შეტაკებები საზღვარზე კვლავ გრძელდება. უკრაინის უშიშროების საბჭოს ცნობით, რუსეთმა უკრაინელი სამხედროების წინაღმდეგ პირველად მი-24 ტიპის საბრძოლო ვერტმფრენები გამოიყენა, რის შედეგად 4 უკრაინელი მესაზღვრე დაიღუპა. 

კომენტარები