NDI-ის კვლევა

NDI: მარგველაშვილი უფრო მოსწონთ, ვიდრე ივანიშვილი

Reuters

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოწონების რეიტინგი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მოწონების რეიტინგზე მაღალია. კერძოდ, მარგველაშვილი NDI-ის გამოკითხულთა 48%-ს მოსწონს, ხოლო ივანიშვილი - 45%-ს. 

ამის გარდა, აპრილთან შედარებით, 2%-ით გაიზარდა საქართველოს პრეზიდენტის მოწონების რეიტინგი, ხოლო ყოფილი პრემიერი 6%-ით ნაკლებს მოსწონს. მაშინ, კვლევაში მონაწილეთა 46%-ს მოსწონდა გიორგი მარგველაშვილი, ხოლო 51%-ს ივანიშვილი. ამასთან, პრეზიდენტისადმი ნეგატიური დამოკიდებულება შემცირებულია. კერძოდ, აპრილში საქართველოს პრეზიდენტი 26%-ს არ მოსწონდა, ახლა - 19%-ს არ მოსწონს. რაც შეეხება ივანიშვილს, მისი არმოწონების რეიტინგი აპრილშიც და აგვისტოშიც 24%-ია.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 2014 წლის 23 ივლისი-7 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულია 3338 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარია +-2.9%.

კომენტარები